www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცალო გაყიდვების მრჩეველი, კორპ. გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ონიქსი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

შპს"ონიქსი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გოგონებისთვის, გაყიდვების განყოფილებაში. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში შერჩეული კანდიდატი დასაქმდება კომპანია "ონიქსში", საცალო და კორპორატიული გაყიდვების მრჩევლის პოზიციაზე.

კომპანია "ონიქსი" არის ბუნებრივი და ხელოვნური მოსაპირკეთებელი მასალებისა და იატაკების იმპორტიორი საქართველოში:

https://www.facebook.com/OnyxStoneGe
http://www.onyxstone.ge

სტაჟირების ხანგრძლივობა: 1 თვე
მისამართი: თბილისი, ა. ყაზბეგის გამზ. 25

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის სრულყოფილად შესწავლა;
** უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** კომპანიაში შემოსულ მომხმარებელთა დახვედრა და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
** მომხმარებელთათვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმოება კომპანიის
პროდუქტებთან დაკავშირებით;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი;
** ასაკი: 22-40 წ.;
** ინგლისური ენის ცოდნა - კარგად;
** MS Office Word-ის ცოდნა;
** MS Office Excel-ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2022 წლის 20 დეკემბრამდე გამოაგზავნოთ რეზიუმე (ფოტოსურათით) შემდეგ ელ. ფოსტაზე: gocha@onyxstone.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |