www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სქრამ მასტერი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

 სს "ოპპა"  აცხადებს  ვაკანსიას სქრამ მასტერის პოზიციაზე.

სტრუქტურული ერთეული: პროექტების ანალიტიკისა და მართვის განყოფილება.

პოზიციის  მიზანია, ეჯაილისა და სქრამის ღირებულებების და მიდგომების სწორ იმპლემენტაციაზე მუშაობა Paybox-ის განვითარების გუნდში.

რას გააკეთებ:

** სქრამ გუნდის მიერ ეჯაილის პრინციპების, სქრამის ცერემონიების სწორი მიდგომებით განხორციელების უზრუნველყოფაში;
** ინდივიდუალურად იმუშავებ პროდუქტის მფლობელთან და დეველოპერებთან;
** უზრუნველყოფ სქრამ გუნდსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის დროული კომუნიკაციის ორგანიზებას;
** გუნდის წინაშე წამოჭრილ პრობლემებზე რეაგირება და მათთან ერთად გადაჭრის გზების ძიება;
** იმუშავებ სქრამ გუნდის წევრებთან ერთად წარმადობის გაუმჯობესებაზე;
** აქტიურად იქნები ჩართული ეჯაილ პროცესების ფასილიტაციაში.

მნიშვნელოვანია გქონდეს:

** სქრამ მასტერის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით.

მნიშვნელოვანია გქონდეს/იყო:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** იყო დეტალებზე ორიენტირებული;
** გქონდეს კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** საძიებო სისტემებში ინფორმაციის ეფექტურად მოძიების უნარი;
** იყო განვითარებაზე ორიენტირებული;
** იყო ორგანიზებული;
** გქონდეს დროის ეფექტური მართვის უნარი.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |