www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 2 დეკემბერი

შპს "პსპ ფარმა" აცხადებს იურისტის ვაკანსიას.

ფუნქცია - მოვალეობები:

** იურიდიული კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი დასკვნების მომზადება
** ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
** ხელშეკრულებების მომზადება
** მოლაპარაკებების წარმოება
** კომპანიის ინტერესების წარდგენა სასამართლოში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა/გამოცდილება:

** ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში
** იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება - სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით
** სამოქალაქო სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა
** ადმინისტრაციული სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა
** ხელშეკრულებების მომზადების გამოცდილება
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** აუცილებელია კანდიდატს ჩაბარებული ჰქონდეს ადვოკატთა
ასოციაციის გამოცდა

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
** დეტალებისადმი ყურადღება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სიზუსტე, აკურატულობა
** დამოუკიდებლობა და გაბედულება გადაწყვეტილებების გამოტანისას
** ობიექტურობა და პრინციპულობა
** დატვირთულ რეჟიმში და მკაცრ ვადებში მუშაობის უნარი
** ემოციური მდგრადობა, სტრესულ სიტუაციებში ეფექტური მუშაობის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 2 დეკემბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |