www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: რებილდი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

კომპანია "რებილდი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას რომელიც 2013 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს. ჩვენ უკვე წარმატებით დავასრულეთ 18 პროექტი და ამჟამად გვაქვს 6 მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტი საქართველოში.

ვეძებთ თანამშრომელს სიღნაღის რაიონში - საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სიღნაღი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 08:00-19:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში სამუშაო პროცესის სწორად წარმართვა
** სასაწყობე ფართის სწორად დაგეგმვა-გამოყენება და საწყობში არსებული მასალების მონიტორინგი (რაოდენობა, მდგომარეობა, სწორი განლაგება)
** მიღებული მასალების აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება
** მოთხოვნის საფუძველზე მასალების გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა
** კომუნიკაცია/ინფორმაციის მიწოდება პროექტის მენეჯერთან და პროექტის დაგეგმარებაში ჩართულ სხვა პირებთან
** მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** სხვა სასაწყობის საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა
** დროის მართვის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა

ჩვენ გთავაზობთ: მზარდ კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: ltd.rebuild@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |