www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ჩემი ოფისი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

კომპანია "ჩემი ოფისი" გახლავთ პრინტერების, საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის პროდუქციის ადგილზე მიწოდებას. იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს: https://www.myo.ge/ კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

ამჟამად შპს "ჩემი ოფისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. №9
** გრაფიკი: 09:00-დან 18:00 სთ-მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: 2000₾-2500₾

მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
** გაყიდვების სტიმულირება;
** მომხმარებლისთვის მომსახურების გაცნობა;
** შეთავაზებების მომზადება;
** არსებულ და ახალ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება კომპანიის ფინანსური მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზნით;
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** კომპანიისა და მისი საქმიანობის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ჩანიშვნა.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების და ნებისმიერი მსგავს კომუნიკაციების სფეროში უპირატესად ჩაითვლება;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა;
** სხარტი აზროვნება/ქმედება და საქმის ბოლომდე კეთება;
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების, აზრის გამართულად გამოხატვის უნარი;
** ორგანიზების კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სხვადასხვა პროგრამების შესწავლას;
** ულიმიტო სასაუბრო დროს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სამსახურებრივი ხარჯების ანაზღაურებას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კორპორატიულ, კულტურულ ღონისძიებებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება გაყიდვების აგენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |