www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის თანამშრომელი
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 - მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის თანამშრომლის პოზიციაზე.

პირობები:

** მდებარეობა: ქ. ბათუმი.
** ანაზღაურება: 1000 ლარი
** სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა - C კატეგორია აუცილებელია
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობიდან გამოტანილი პროდუქციის მიღება-ჩაბარება;
** საწყობთან პროდუქციის რაოდენობის დაზუსტება;
** სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის დაზიანების გარეშე ჩატვირთვა/გადმოტვირთვის უზრუნველყოფა;
** სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის სწორად განლაგება;
** წინასწარ განსაზღვრული ობიექტებისთვის პროდუქციის დროული მიწოდება;
** ობიექტში შესატანი პროდუქციის ვიზუალური კონტროლი, უდეფექტო პროდუქციის მიწოდების მიზნით;
** ობიექტზე პასუხისმგებელი პირისთვის (მენეჯერისთვის) პროდუქციის ჩაბარება, ზედნადების საფუძველზე;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: giorgi.darcmelidze@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ლოჯისტიკის თანამშრომელი (ბათუმი)", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი cv არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |