www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასტუმროს მენეჯერი, ბუღალტერი
მომწოდებელი: შალოშვილის მარანი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

შპს "შალოშვილის მარანი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. სასტუმროს მენეჯერი

სამუშაო ადგილი: ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფელი შილდა.
სამუშაო გრაფიკი: სრული
კომპანია უზრუნველყოფს საცხოვრებელსა და კვებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს ეფექტური მართვა;
** მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** სტუმრების მიღება, განთავსებისა და გაცილების პროცედურების კონტროლი;
** სტუმრების მომსახურების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა;
** სამუშაო პერსონალის მართვა;
** სასტუმროს პოპულარიზაცია, სოციალური არხების მართვა;
** სასტუმროსთვის საჭირო მარაგების შეძენა/კონტროლი;
** არსებული პროდუქტების/სერვისების ხარისხის კონტროლი და ახალი პროდუქტების/სერვისების დანერგვა;
** უსაფრთხოების და ჰიგიენური სტანდარტების მართვა და მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** (სასტუმროს/რესტორნის) სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე და ჯავშნების მიმღები პროგრამების ცოდნა;
** სოციალურ ქსელებში და მათ სარეკლამო პლატფორმებში მუშაობის უნარი

პიროვნული უნარები:

** პერსონალის მართვის უნარი, კომუნიკაბელურობა
** რესურსების ეფექტური გამოყენება, შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მქონე, ორგანიზებული.

2. ბუღალტერი

სამუშაო ადგილი: ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფელი შილდა.
გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება და კონტროლი;
** ფინანსური უწყისების ყოველთვიური წარმოება (მოგება-ზარალი, ბალანსი, თანხის მოძრაობა);
** ბუღალტრულ პროგრამა "ORIS"-ში მუშაობა;
** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება, ხარჯების და შემოსავლების დარიცხვა;
** დებიტორ/კრედიტორების ანალიზი და კონტროლი, ამონაწერების და შედარებების კეთება;
** ელექტრონულ პორტალზე სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგი, სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
** ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართულობა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე არანაკლებ 1 წელი, მათ შორის წარმოების ან/და საწყობის ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
** საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამ(ებ)ის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** მოტივირებულობა
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: bachoberishvili88@gmail.com. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |