www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

"მედი" ეს არის საერთაშორისო კლინიკათა ქსელი ესთეტიკური ინოვაციების მიმართულებით, მისი ფილიალები წარმოდგენილია საქართველოში, რუსეთსა და ჩეხეთში.

ჩვენი მარკეტინგის გუნდისთვის პრიორიტეტულია ახალი პაციენტების მოზიდვა, მათი შენარჩუნება და ძველი პაციენტების კლინიკაში კვლავ დაბრუნება. ჩვენ ვფართოვდებით, ამიტომ ვეძებთ SMM სპეციალისტს, რომელიც უფრო აქტიურს გახდის აუდიტორიასთან მუშაობას, ასევე ითავებს სტრატეგიის განსაზღვრასა და ანალიტიკის წარმოებას კომპანიის სოციალურს ქსელებში.

კლინიკა "მედის" პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

კლინიკა "მედი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე:

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** მონაწილეობას მიიღებ ახალი თანამედროვე ოფისის ფორმირებაში;
** გვერდიგვერდ იმუშავებ საერთაშორისო დონის მარკეტოლოგებთან;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა;
** გექნებათ ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი KPI -ის მიხედვით.

განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის სოციალური მედიის მართვა (Facebook, Instagram);
** ორგანიზაციის სოციალური მედია პლატფორმების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი სამოქმედო გეგმის დასახვა;
** ორგანიზაციის სოციალური მედიის აუდიტორიის შესწავლა და ზრდის უზრუნველყოფა ორგანიზაციის კომუნიკაციის სტრატეგიის შესაბამისად;
** სოციალურ ქსელებში ბრენდის ცნობადობის მონიტორინგი;
** ბაზრის, აუდიტორიის და კონკურენტების მონიტორინგი;
** სოციალურ მედია პლატფორმებზე გასატანი ტექსტების, გზავნილების ეფექტურად ჩამოყალიბება, შექმნა და განთავსება;
** სოციალური მედიის სფეროში ახალი მიდგომების, ტექნიკებისა და ინსტრუმენტების მოძიება, დანერგვა და განვითარება;
** ციფრული არხების შედეგების ანალიზი და ანგარიშგება;
** სტრატეგიის შედგენა და განვითარება შესწავლილი ანალიტიკის მიხედვით;
** სოციალური ქსელებისთვის საჭირო კონტენტის შეგროვება და ფორმირება;
** სარეკლამო განცხადებების დაწერა (Copywriting), როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე;
** პოსტების კოორდინირება, აუდიტორიის შერჩევა, ბიუჯეტის ოპტიმალურად გადანაწილება;
** სოც-მედიის მეშვეობით მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების გაცემა (კომენტარები);
** ყოველდღიური ანგარიშგება სამიზნე აუდიტორიის გაზრდასა და მათ ჩართულობასთან დაკავშირებით;
** კომპანიის ბრედბუქისა და ღირებულებების დაცვა;
** სოციალურ ქსელებში სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა;
** სოციალურ ქსელებში მომხმარებლების კომენტარებზე პასუხის გაცემა (ფეისბუქ ქსელში შემოსულ მესიჯებზე პასუხის გაცემა არ მოითხოვება).

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე, ან მედიის და კომუნიკაციის სფეროში მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება (SMM მენეჯერი, კომუნიკაციების მენეჯერი, კონტენტ მენეჯერი)
** მულტიმედია სთორითელინგის პრინციპების საშუალო დონეზე ცოდნა;
** გამართული ქოფირაიტინგი;
** გრაფიკულ რედაქტორებთან მუშაობა;
** Facebook და Instagram გვერდის ადმინისტრირება - სპონსორინგის და სხვა ინსტრუმენტების ცოდნა;
** ვებ ანალიტიკის სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
** შემოქმედებითი, კრეატიული და პროგრესული ხედვა;
** პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა B1 დონეზე.

საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიტიკული აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით, ასევე თქვენი პორტფოლიო, გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@medi.ge და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება გამოცდილ მარკეტოლოგთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |