www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

"თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან. "თბილღვინოს" ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

"თბილღვინოს" გაშენებული ვენახების ფართობმა 402 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულისა და მუკუზანის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, "თბილღვინოს" ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.tbilvino.ge.

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის #2
** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი

ძირითადი ამოცანები:

** აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის ანგარიშგების დადგენილი რეგულარობით შედგენა
ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება სრული სიზუსტით და დროულად, მათი შესაბამისი დოკუმენტირება
** ბუღალტრული ანალიზით მნიშვნელოვანი შენიშვნა/რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელთან
** "თბილღვინოს" ფინანსური მდგომარეობის შეფასება, საბალანსო ანგარიშგებით, მოგება ზარალითა და სხვა მეთოდებით
** პოლიტიკისა და პროცედურების დაცვის კონტროლი და ბუღალტრების სწავლება-მხარდაჭერა, კომპეტენციების გაზიარება
** საბუღალტრო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შენახვა, დაარქივება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** ბუღალტრული შეუსაბამობების დროული გამოვლენა და გამოსწორება
** ვალდებულებების გადახდის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში თანხის განაწილების ალტერნატივების შემუშავება
** თანამშრომლების ფიქსირებული და ცვლადი ანაზღაურებების დროულად და უშეცდომოდ გადახდის კონტროლი
** საკანონმდებლო და საგადასახადო რეგულაციების შესაბამისად პროცესების გამართვა, რეგულარული ანგარიშგებების მომზადების უზრუნველყოფა დროულად და კომპეტენტურად
** მენეჯმენტი გუნდის რეკომენდება სახელმწიფო რეგულაციებში ცვლილებების შესახებ ან არსებულ კანონმდებლობასთან შეუსაბამობაში ყოფნის შემთხვევაში
** დებიტორული დავალიანებების მიღების კონტროლი და მნიშვნელოვანი გადახრების შესახებ საკითხის დაყენება ხელმძღვანელთან
** ბანკებთან და სხვა გარე საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა კომპანიის საჭიროებების შესაბამისად
** პერიოდული ინვენტარიზაციის/აღწერის ჩატარების ორგანიზება და განხორციელება მაღალი ხარისხით
** შემაჯამებელი ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება, დირექტორატთან წარდგენა შესაბამისი ფორმატით
** ბუღალტერიის გუნდის მართვა, სწავლება, მოტივირება და მხარდაჭერა
** ფინანსური მიმართულების (დეპარტამენტის) ხელმძღვანელისგან წამოსული სხვა დავალებების შესრულება მაღალი ხარისხით კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრაციის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება: მთავარ ბუღალტრად ან/და მთავარი ბუღალტრის მოადგილედ მუშაობის მინ. 3-წლიანი გამოცდილება
** წარმოების ბუღალტერიაში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ERP ან მსგავს სისტემებთან მუშაობის, ან/და დანერგვის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება

პროფესიული კვალიფიკაციები:

** ინგლისური - B2
** რუსული - B2
** Microsoft Office - მაღალ დონეზე ცოდნა
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** ACCA (სასურველია)

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებულ, მეგობრულ გუნდსა და გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას, შესრულებული სამუშაოს შეფასებაზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემასა და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი".

"თბილღვინო" წარმატებას გისურვებთ!

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |