www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 19 დეკემბერი

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის (გამარტივებული შესყიდვები) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - თბილისი, სადგურის მოედანი N 2.

ძირითადი მოვალეობები:

** საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა;
** გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის და საჭირო დოკუმენტაციის უზრუნველყოფა;
** ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
** ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში შესყიდვის პროცესის დაწყებამდე საქონლის და მომსახურების ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრასა და ბაზრის კვლევაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საფინანსო-ეკონომიკური ან სამართლის სფეროში;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში;
** უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვის, დროის ეფექტურად მართვის და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ.

კანდიდატთა შერჩევა: რეზიუმეების საფუძველზე/გასაუბრება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შესყიდვების სპეციალისტი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 19.12.2022



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |