www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონაცემთა ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

სს "ქართული ლუდის კომპანია" - "ლუდსახარში ზედაზენი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტატისტიკური და ბიუჯეტირებული მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შედარება და ანალიტიკა SQL და Power BI გამოყენებით;
** რეპორტების ოპტიმიზაცია Excel, SQL და Power BI გამოყენებით;
** თვის დახურვისთვის საჭირო რეპორტების ავტომატიზაცია;
** დამუშავებულ რეპორტებზე დაყრდნობით რისკების შეფასება და რეკომენდაციების გაცემა;
** სხვადასხვა სახის ანალიტიკური რეპორტების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ან სხვა ტექნიკურ დარგში;
** არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა, უპირატესობა მიენიჭება SQL და Power BI ცოდნას;
** ინგლისური ენა B2 დონე;

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური ღირებულებების ერთგულება;
** ორგანიზებულობა;
** პროცესების ოპტიმიზაციის უნარი;
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი.

სამუშაო პირობები:

** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2022 წლის 22 დეკემბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |