www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** უნივერსიტეტის ფარგლებში ადმინისტრაციული აქტების მომზადება;
** უნივერსიტეტში მოქმედი მარეგულირებელი დოკუმენტების ანალიზი, მათი შემუშავება და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** უნივერსიტეტის ფარგლებში ხელშეკრულებების და ხელშეკრულებების შაბლონების მომზადება;
** უნივერსიტეტსა და სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის გაფორმებული მემორანდუმების მომზადება და მათი პერიოდული კონტროლი;
** სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის;
** კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და პასუხების მომზადება;
** უნივერსიტეტის დისციპლინურ კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება;
** უნივერსიტეტის წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა სასამართლოში, სხვადასხვა კერძო და საჯარო დაწესებულებებში;
** განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი და პერიოდული ანგარიშის წარდგენა კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე;
** შესრულებული სამუშაოს თაობაზე პერიოდული ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელისთვის;
** სტრატეგიული მიზნების განხორციელება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
** სამართალმცოდნის სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (B1);
** კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Office);
** ადვოკატის სერტიფიკატი სამოქალაქო ან ადმინისტრაციული მიმართულებით (სასურველია).

პიროვნული უნარები:

** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიზის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

შერჩევის ეტაპები:

** CV-ების გადარჩევა;
** გასაუბრება.

განაცხადების მიღება იწარმოებს 22 დეკემბრის ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@sabauni.edu.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |