www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამხმარე სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

შპს "საქართველოს ფოსტა" საერთაშორისო ურთიერთობების და საოპერაციო დეპარტამენტში, აცხადებს ვაკანსიას დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია);
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, (1 საათიანი შესვენება) შაბათი - 10:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე;
ანაზღაურება: 950 ლარი.

ძირითადი მოვალეობა:

** კომპანიის ტრანზიტული ტვირთების მომსახურების განყოფილების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, ტვირთის გადმოტვირთვა/ჩატვირთვა, დასაწყობება და გადაადგილება.
** საბაჟო მოთხოვნების გათვალისწინებით, შესაბამისი პროცედურების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის ცენტრის გზავნილების მიღებისა და პროგრამული რეგისტრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სასურველია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დამხმარე სპეციალისტი (საოპერაციო მიმართულება)".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 22.12.2022.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |