www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გამყიდველ-კონსულტანტი
მომწოდებელი: კარტლისი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

აგრო კომპანია "კარტლისი" აცხადებს ვაკანსიას გამყიდველ-კონსულტანტის თანამდებობაზე, 20-50 წლის ასაკის მქონე ქალის ან მამაკაცისათვის.

სამუშაო ადგილი: ლაგოდეხი, სოფ. ცოდნისკარი
სამუშაო საათები: სამუშაო დღე სრული განაკვეთით

მოვალეობები:

** კონსულტაციების გაწევა ფერმერებისათვის;
** გაყიდვების წარმოება მაღაზიაში;
** პროდუქციის გაყიდვებთან დაკავშირებული აქციების ჩატარება.

ცოდნა და უნარ-შესაძლებლობები:

** გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** გაწონასწორებულობა, მაღალი თვითკონტროლი;
** რთულ სიტუაციებში კომუნიკაციის უნარი;
** კარგი მეტყველების უნარი.

შერჩეული კანდიდატი გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში მას ჩაუტარდება უფასო ტრენინგები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: vacancy@cartlis.ge, და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაოს ადგილი (ქალაქი ან რაიონი), სადაც გსურთ დასაქმება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |