www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება ბუღალტერიაში
მომწოდებელი: წერტი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 21 დეკემბერი

"წერტი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტერიაში, ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** რეალიზაციის ბუღალტრული კონტროლი პროგრამაში;
** წარმოების პროცესებში ჩართულობა და ინვენტარიზაციის ჩატარება;
** შესყიდვის აქტებისა და ზედნადებების მიღება, პროგრამულ მონაცემებთან შედარება, აღნიშნულის კონტროლი და მონიტორინგი;
** დოკუმენტაციის შედგენა/შემოწმება;
** ნაღდი ფულის დათვლა, სალაროს კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
** Excel-ის ცოდნა;
** სხარტი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** გუნდურ, აქტიურ, დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად, სიახლეების შექმნაში ჩართვის შესაძლებლობას;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tserti.ge 2022 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სტაჟიორი ბუღალტერიაში), წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში, შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება 6 თვის ვადით.

მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |