www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: React დეველოპერი
მომწოდებელი: ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

სსიპ "ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს კონკურსს React დეველოპერის ვაკანსიაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მონაწილეობას იღებს ახალი მოდულების შექმნაში ან შეაქვს ცვლილებები არსებულ მოდულებში.
** მხარდაჭერას უწევს ორგანიზაციაში არსებული მოდულების ხარვეზის გამოსწორებაში.
** ორგანიზაციაში არსებულ მოდულების მოთხოვნილ ცვლილებებს უწევს ანალიზს.
** ქმნის მის მიერ შესრულებული ცვლილებების დოკუმენტაციას.
** იძიებს ახალ მიდგომებს პროგრამირებაში და ავრცელებს არსებულ სისტემებში.
** სისტემატურად ადევნებს თვალყურს და დეტალურად ეცნობა ორგანიზაციის შესაბამის შიდანორმატიულ დოკუმენტებს ან/და ცვლილებებს ამ დოკუმენტებში, საქმის კურსში იყოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული სიახლეების თაობაზე;

პროფესიული ცოდნა, განათლება, გამოცდილება: მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მრავალფეროვან პროექტებს;
** პროფესიულ განვითარებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასს.

შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად 8000 ლარამდე.

კონკურსის ეტაპები:

** პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;
** მეორე ეტაპი - განაცხადების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 22.12.2022

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ita.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

სსიპ "ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო" გისურვებთ წარმატებას!

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში სსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |