www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: დეილი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

"დეილი" სუპერმარკეტი ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. ამჟამად კომპანია ფლობს 150-მდე ფილიალს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია ყოველდღიურად 30 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება საქართველოს ექვს რეგიონში, მათ შორის შიდა ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში.

2017 წლიდან "დეილი" მომხმარებლებს სთავაზობს მზა კვებისა და საკონდიტრო ნაწარმის ფართო არჩევანს, რომლითაც უწყვეტ რეჟიმში ხდება ფილიალების მომარაგება. სუპერმარკეტების ქსელში 1500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

"დეილი" აცხადებს დასაქმებას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე შემდეგი პირობებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის კანცელარიის მართვა
** შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა
** სატელეფონო ზარებსა და ელექტრონული ფოსტაზე დროული რეაგირება, პასუხის გაცემა და შესაბამის პიროვნებაზე გადამისამართება
** ოფისში მოსული ნებისმიერი სტუმრის დახვედრა და შესაბამისი დახმარების გაწევა
** სხვადასხვა სახის შეხვედრების, თათბირების, მივლინებების, სტუმრების ვიზიტების შეთანხმება და ორგანიზება
** სხვადასხვა სახის დოკუმენტების, ცნობების, ბრძანებების მომზადება და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა
** ოფისის უზრუნველყოფა ყველა საჭირო საკანცელარიო და ტექნიკური/სამეურნეო ინვენტარით
** ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი
** ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი
** ორგანიზებულობა
** თავაზიანობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: Hr@daily.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ოფისის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |