www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონტაქტ ცენტრის ოპერატორი/რეზერვი
მომწოდებელი: ინექსფონი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

სატელეკომუნიკაციო კომპანია "inexPHONE" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის ოპერატორის/რეზერვის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა N1
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში გაწერილი.
ანაზღაურება: დღიური, 25 ლარი (net)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ცხელი ხაზზე შემოსულ ზარებზე დროული რეაგირება; საკითხის იდენტიფიცირება და მომხმარებლისთვის შესაბამისი დახმარების გაწევა;
** კომპანიის ონლაინ საკომუნიკაციო არხების საშუალებით მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** საჭიროების შემთხვევაში, საკითხის შესაბამისად, მიღებული ზარის კონკრეტულ დეპარტამენტთან გადამისამართება;
** კომპანიის შიდა საკომუნიკაციო პლატფორმებში პრობლემური საკითხების დაფიქსირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარები:

** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

შერჩევის ეტაპები:

** გასაუბრება;
** ტრენინგი.

კომპანიის შესახებ: "ინექსფონი" ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. დღეისათვის "ინექსფონის" გუნდი თავის მომხმარებლებს სთავაზობს: სატელეფონო მომსახურებას, რომელიც მოიცავს როგორც საოფისე ატეესის მოწყობას, ასევე - აბონენტებისთვის მობილური აპლიკაციის გაწერას. კომპანია "inexPHONE"-ის ერთ-ერთ მიმართულებას, იურიდიული პირებისთვის მათი საკონტაქტო ცენტრის დისტანციური მომსახურების უზრუნველყოფა წარმოადგენს. რაც გულისხმობს, დამკვეთის ყველა საკომუნიკაციო საშუალების (ცხელი ხაზი, ელექტრონული ფოსტა, სოციალური მედია და ა.შ) ე.წ. Outsource მომსახურებაზე გატანასა და "inexPHONE"-ის მხრიდან მათ ხარისხიან მხარდაჭერას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@inexphone.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"inexPHONE" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |