www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტრატეგიული განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: გურამ თავართქილაძის სახ. სასწავლო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

შპს "გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი", რომელიც 2008 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს უმაღლესი განათლების სფეროში აცხადებს ვაკანსიას სტრატეგიული განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესის კოორდინირება ასევე სტრატეგიის განხორციელებაზე მონიტორინგი;
** უნივერსიტეტი კვლევების ხელშეწყობის ცენტრთან ერთად საგრანტო კონკურსების მოძიება და აღნიშნული კონკურსებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინირება, მათ შორის უნივერსიტეტის პერსონალის ტრენინგი საგრანტო პროექტის მომზადებისთვის და საგრანტო განაცხადის შევსებაში უნივერსიტეტის პერსონალის დახმარება;
** უნივერსიტეტის პერსონალის ტრენინგი საგრანტო პროექტის მომზადებისთვის, მათ შორის საგრანტო განაცხადის შევსებაში უნივერსიტეტის პერსონალის დახმარება;
** პოტენციური დონორების იდენტიფიცირება და მათთან საჭირო ურთიერთობის დამყარების კოორდინირება.
** უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმის განხორციელების მონიტორინგის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისაგან შესაბამისი ანგარიშების მიღება, საბოლოო ერთიანი ანგარიშის შემუშავების მიზნით, შემდგომ ერთიანი ანგარიშის შემუშავება.
** სტრატეგიული გეგმის განხორციელების მონიტორინგის ფარგლებში სუსტი მხარეების გამოვლენა და მათ გამოსასწორებლად საჭირო რეკომენდაციების შემუშავება;
** საჭიროების შესაბამისად შრომის ბაზრის კვლევის განხორციელება ცალკეულ საგანმანათლებლო მიმართულებებზე პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად.

სავალდებულო მოთხოვნები:

** არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** გრანტების მართვის გამოცდილება;
** საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა - დონე C1 (სხვა ენების ფლობა ჩაითვლება პრიორიტეტად).

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს რეზიუმე/CV ელფოსტაზე: hr@gttu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: http://www.gttu.edu.ge

შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |