www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქტის მფლობელი
მომწოდებელი: betlive.club
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

"Betlive.club" ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ასევე მომხმარებლებისთვის.

პოზიციის დასახელება: პროდუქტის მფლობელი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს დრო: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქტის სტრატეგიის და ხედვის შემუშავება/განსაზღვრა;
** პროდუქტის მართვის გეგმის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი;
** საჭირო დოკუმენტაციის შედგენა;
** შესაბამისი სტრუქტურებისთვის პროექტის დეტალების და მათი მხრიდან საჭირო სამუშაოს განსაზღვრა;
** სამუშაოს შესრულების ვადების განსაზღვრა;
** არსებული პროექტის შედეგებისა და ხარისხის მონიტორინგი;
** პროვაიდერებთან კომუნიკაცია და ახალი შესაძლებლობების დადგენა;
** გუნდში არსებულ სხვადასხვა რგოლებს შორის სწორი კომუნიკაციის და პროექტის ეფექტურად მართვის კოორდინირება;
** მომხმარებლის უკუკავშირის მიღება, ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში გაუმჯობესების დაგეგმვა;
** რეპორტის მომზადება, წარდგენა;
** ხარჯთაღრიცხვის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგი უნარი;
** სათამაშო ინდუსტრიის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დავალებების გადანაწილების გამოცდილება;

betlive.club გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** Fitpass;
** სატრანსპორტო ბარათის უზრუნველყოფა;
** პროფესიულ ზრდა/განვითარებას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@betlive.club და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |