www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგულირების მენეჯერი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე რეგულირების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** სადაზღვევო შემთხვევის ადგილზე ვიზიტი (საჭიროების შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში) და რეგულირების პროცესის კოორდინაცია;
** სადაზღვევო შემთხვევის რეგულირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება;
** სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით შესაბამის სერვის ცენტრებთან, საპატრულო პოლიციასთან და საგამოძიებო ორგანოებთან ურთიერთობა;
** სადაზღვევო შემთხვევებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება;
** სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სასურველია ავტომობილების მოდელებისა და მარკების, ასევე, ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** სავალდებულოა მართვის მოწმობის ქონა;
** სავალდებულოა ავტომანქანის ქონა პირად სარგებლობაში.
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები

** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციური და მოლაპარაკების წარმართვის უნარები;
** განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** პუნქტუალობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - რეგულირების მენეჯერი (ლათინური შრიფტით).

განაცხადები მიიღება 2022 წლის 06 დეკემბრამდე.

წინამდებარე ვაკანსიის განცხადების შესაბამისად თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე ან სხვა დოკუმენტაცია (ერთად ან ცალ-ცალკე) შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების და განვითარების მიზნით. ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამის ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუკი ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ვაკანსიის განცხადებით მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |