www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: SME გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Optimo
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

კომპანია "OPTIMO" აცხადებს ვაკანსიას SME გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"OPTIMO" - მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შექმნილი სალაროსა და გაყიდვების მართვის პროგრამაა, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული ამ ბიზნესების საჭიროებებს. ის უზრუნველყოფს მარაგების, შესყიდვებისა და გაყიდვების მართვას, ანალიზსა და ფინანსურ აღრიცხვას, ასევე აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას ბიზნესის მფლობელებს. ამასთან, "ოპტიმო" მუდმივად ნერგავს ახალ ფუნქციონალსა და ინოვაციებს, რომელიც უფრო და უფრო მეტ ბიზნესს უმარტივებს საქმიანობას და ეხმარება მის უკეთ მართვასა და განვითარებაში.

უფრო დეტალურად: https://www.optimo.ge

ამ პოზიციაზე შენ დაგევალება:

** ახალი პარტნიორი ობიექტების მოძიება და მოზიდვა;
** პარტნიორებთან მოლაპარაკებების და შეთავაზებების პროცესის მართვა, განხორციელება;
** პარტნიორული ქსელის არსებული ურთიერთობების განვითარება, პარტნიორების მიმდინარე საჭიროებების შესწავლა, ანალიზი და საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი, ინოვაციური შეთავაზებების მომზადება, მიწოდება, განხორციელება;

სასურველია გქონდეს:

** მცირე და საშუალო ბიზნესებთან ურთიერთობის მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გამოცდილება გაყიდვებში.

თუ გაქვს შესაბამისი უნარები, გელით:

** გაქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა;
** არ გაშინებს ციფრული სამყაროს გამოწვევები.

ჩვენ გთავაზობთ:

** ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ და პროგრესულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
** ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად დამატებით ბონუსის გამომუშავების საშუალებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარე CV ლინკზე: https://bit.ly/3xcyuTY

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |