www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-მდე თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით 7 დიდ ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, მარნეული.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან ერთად პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტაბილურ, გუნდურ სამუშაო გარემოს;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** FitPass ბარათს;
** უფასო კვებას.

ფუნქცია- მოვალეობები:

** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა;
** ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა, სიახლეების დროულად შესწავლა და ცვლილებებთან კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა;
** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა;
** აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული სხვა პროცესებში (ინვენტარიზაცია, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და ა.შ.) ჩართულობა;
** ყოველთვიური რეპორტების მომზადება კომპანიის მენეჯმენტისათვის;
** დაქვემდებარებული კადრების სამუშაო პროცესში ჩართულობა, კონტროლი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილი ცოდნა;
** დეკლარაციების დამუშავების მინიმუმ 3 წლის გამოცდილება;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში: გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |