www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგამოცდო ცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: გურამ თავართქილაძის სახ. სასწავლო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

შპს "გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი", რომელიც 2008 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს უმაღლესი განათლების სფეროში, აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასწავლო უნივერსიტეტში წერითი შუალედური, დასკვნითი, დამატებითი გამოცდების ორგანიზება/ჩატარება;
** სასწავლო უნივერსიტეტში მაგისტრატურაში მისაღები წერითი გამოცდების ორგანიზება/ჩატარება;
** საგამოცდო შედეგების აპელაციის პროცესის კოორდინირება;
** გამოცდების შედეგების ანალიზი და შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის წარდგენა;
** უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე სტუდენტთათვის ენის კომპეტენციის განმსაზღვრელი გამოცდების ორგანიზება;
** საგამოცდო საკითხების კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფა;
** სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2);
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების კარგად ცოდნა.

საჭირო უნარები:

** ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს რეზიუმე/CV ელფოსტაზე: hr@gttu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: http://www.gttu.edu.ge

შპს "გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის" გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |