www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღრიცხვის ოპერატორი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

ZOOMMER-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სალაროსთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** 1C - ის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი ქართულ ენაზე;
** ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ZOOMMER-ის პროდუქციის პრეზენტაცია;
** კონსულტაცია პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და მათ შორის განსხვავებების შესახებ;
** კლიენტის ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** გაყიდვის პროცესთან დაკავშირებული ფორმალური საკითხების ორგანიზება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: ფიქსირებული

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულსა და მომსახურების ხარისხის ტრეინინგებს;
** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერიული წინსვლის შესაძლებლობებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: vacancy@zoommer.ge

იმისთვის, რომ მოხდეს თქვენი მონაცემების განხილვა, მეილის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და შესაბამისი რეგიონი. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

ZOOMMER-ი წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |