www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Dressup Group
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 15 დეკემბერი

"დრესაპ ჯგუფი" 28 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Tommy Jeans, Lacoste, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas, CK და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 50-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ბათუმსა და რუსთავში. ასევე, ონლაინ მაღაზიით Dressup.ge.

"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 - 18:30 სთ (1 სთ შესვენება).
** ანაზღაურება: 800-1200 ლარი;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** "ფიტპასის" მომსახურება;
** კორპორაციული ფასდაკლება პროდუქციაზე.

ფუნქციები და მოვალეობები:

** ოფისის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის სტუმრების მიღება;
** გასული და შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა, შესაბამისი დეპარტამენტისთვის გადაცემა;
** სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება, დასკანერება და დახარისხება ელექტრონული არქივისთვის;
** ოფისის საყოფაცხოვრებო, ჰიგიენური და სხვა სახარჯი მასალების მარაგების მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში კალენდარში შეხვედრების დაგეგმვა/შეხვედრების ოთახების დაჯავშნა;
** კომპანიის მენეჯმენტის სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით;
** ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
** გამართული ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: career@dressup.ge 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ოფისის მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |