www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცალო საკრედიტო რისკ-მენეჯერი
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
თანდართული ფაილი: 19712_Application_form_Halyk_risk_manager_8003399.zip
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

ს/ს "ხალიკ ბანკი საქართველო" (ს/ს "ხალიკ ბანკი ყაზახეთი"-ს შვილობილი ბანკი) აცხადებს ვაკანსიას საცალო საკრედიტო რისკ-მენეჯერის პოზიციაზე საკრედიტო რისკების დეპარტამენტში.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
** განაკვეთი: სრული

პასუხისმგებლობები:

** საცალო დაკრედიტების პროექტებზე ბანკის შიდა რეგულაციებზე დაყრდნობით შესაბამისი დასკვნების მომზადება
** საჭიროების შემთხვევებში საკრედიტო კომიტეტებში მონაწილეობის მიღება
** მონაწილეობა სესხების მიზნობრიობის მონიტორინგში და შესაბამისი დასკვნების/დოკუმენტაციის მომზადება;
** მსესხებლების პრუდენციული კოეფიციენტების გამოანგარიშება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ეკონომიკის, მათემატიკის, ფინანსების ან ბიზნეს-ადმინისტრირების სფეროში.
** საცალო დაკრედიტების მიმართულებით ბანკში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** უპირატესობა მიენიჭებათ საცალო დაკრედიტების რისკების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
** საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა; უპირატესია Excel-ის ცოდნა
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი, ორგანიზებულობა;
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ან შეავსოთ ბანკის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) და გამოგვიგზავნოთ თანდართული ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge

თქვენ მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საცალო რისკ-მენეჯერი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 04.12.22წ.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |