www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო გუდაური მარკო პოლო
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

სასტუმრო "მარკო პოლო გუდაური" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** მოამზადოს ცხელი კერძები ქართული და ევროპული სამზარეულოდან;
** უზრუნველყოს კერძების მომზადება რესტორანში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** შეისწავლოს დეტალურ ინფორმაცია სასტუმროს მენიუს სრულ შემადგენლობაზე;
** განახორციელოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
** მოამზადოს კერძები სხვადასხვა ღონისძიებებისთვის;
** ზედამხედველობა გაუწიოს სამზარეულოს, საკვები პროდუქტების საწყობის და მაცივრების დასუფთავებას;
** უზრუნველყოს სასტუმროს პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა სამზარეულოში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მზარეულის პოზიციაზე სასტუმროსა ან/და რესტორანში;
** ქართული და ევროპული სამზარეულოს ცოდნა;
** ა ლა კარტე მენიუს მომსახურების ცოდნა (სასურველია);
** სასურველია სურსათის უვნებლობის ჰიგიენის სერთიფიკატი.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობა.

ჩვენ გპირდებით:

** შრომის უსაფრთხო და არადისკრიმინაციულ გარემოს;
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** კვებით და საცხოვრებლით უზრუნველყოფას (არაადგილობრივი კანდიდატებისთვის);
** სასტუმრო უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - გუდაური;
** ანაზღაურება - 1700 ლარი
** სრული სამუშაო განაკვეთი (ცვლებში მუშაობა);

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტაზე: hr@marcopolo.ge და ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |