www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას.

ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge/

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ინვენტარის სამუშაო პროცესისთვის მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელთან ერთად მენიუს შედგენაში მონაწილეობის მიღება და საჭიროებისამებრ მენიუს განახლება;
** გაწერილი მენიუს საწარმოებლად აუცილებელი ნედლეულის მარაგების გადამოწმება;
** საჭიროების შემთხვევაში ნედლეულის შეკვეთის განსაზღვრა და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** კერძების მომზადება;
** კერძის მომზადების შემდეგ დეგუსტაცია და საჭიროებისამებრ დაკორექტირდება;
** კერძის გაცემა თანამშრომლებისთვის;
** ცივი და ცხელი კერძების პოზიციების მიხედვით რეცეპტურის დაცვით შეზავება;
** სასადილოში არსებული მაცივრების, დანადგარების გამართულად მუშაობის კონტროლი და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** სამუშაოს დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილისა და გამოყენებული ინვენტარის (ელექტრო დანადგარები) დასუფთავება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა (ქუდის, ხელთათმანის, სამუშაო ფორმის ტარება);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, აქედან 1 წლიანი კვებითი ინდუსტრიის მიმართულებით.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სისწრაფე და მოქნილობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე 09:00-18:00, დასვენების დღე - შაბათი;
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ნაძალადევის რაიონი;
** კომპანია თანამშრომელს გადასცემს 250 ლარიან ახალ სატრანსპორტო/სამგზავრო ბარათს.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 598 16 77 64, 595 70 77 73

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ. ფოსტაზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |