www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამეურნეო საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: ავერსი ფარმა
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

ფარმაცევტული კომპანია "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამეურნეო საწყობში შემოსული პროდუქციის შემოსავალში აღება და შესაბამის ობიექტებზე გადაწერა.
** მიღებული პროდუქციის შესაბამისი წესით განთავსება.
** აფთიაქებიდან მოსული შეკვეთების გამზადება.
** საწყობში პერიოდული ინვენტარიზაციების ჩატარება.
** პროდუქციის მიღების და გაცემის დროს დაცლა/დატვირთვის ოპერაციებში მონაწილეობის მიღება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საწყობში შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა. სასურველია ჰქონდეს RS-ზე და 1C-პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; პუნქტუალური, მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@aversi.ge და დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

საკონტაქტო ტელ.: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 09.12.2022 წ.

შენიშვნა: აღნიშნული ვაკანსიისათვის პირის მიერ რეზიუმეს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული და შენახული იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |