www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: ავერსი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.

ლოკაცია: ქუთაისი

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის სააფთიაქო ქსელის კომპიუტერული ქსელის, კომპიუტერული ტექნიკის, ციფრული კამერების, სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობის მონტაჟი, გამართვა, კონფიგურირება;
** ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა;
** თანამშრომლების მხარდაჭერა სხვადასხვა ტიპის ტექნიკური და პროგრამული პრობლემების მოგვარებაში (მათ შორის სატელეფონო).

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებათა განხრით. მიიღებიან სტუდენტებიც;
** კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ქართული და ინგლისური (სასურველია) ენების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** სწრაფად ათვისების უნარი და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება. ან წარმოადგინოთ საბუთები 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე

** ფოტოსურათი 3X4 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 16.12.2022 წელი.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |