www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასუფთავების სპეციალისტი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას.

ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge/

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სპეციალისტის პოზიციაზე სამზარეულოში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოს და სასადილოს ტერიტორიის სისუფთავის უზრუნველყოფა და სხვა სამუშაო პროცესებში ჩართულობა;
** საჭიროებისამებრ ნედლეულის მომზადების პროცესში უშუალო ჩართულობა დასუფთავების ნაწილში (მაგ: გაფცქვნა);
** გამოყენებული ინვენტარის და ჭურჭლის რეცხვა;
** გარეცხილი ინვენტარის და ჭურჭლის შესაბამის ადგილზე დალაგება;
** სასადილოს და სამზარეულოს ტერიტორიების დასუფთავება (იატაკები, მაგიდები);
** სამუშაო პროცესების შეფერხების, ხარვეზების არსებობის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** სამუშაოს დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილისა და გამოყენებული ინვენტარის დასუფთავება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა (ქუდის, ხელთათმანის, სამუშაო ფორმის ტარება);
** საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სისწრაფე და მოქნილობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, კვირაში 6 დღე - დასვენება შაბათი.
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ნაძალადევის რაიონი
** კვებასა უზრუნველყოფს კომპანია. ასევე დამატებით თანამშრომელს გადაეცემა 250 ლარიანი ახალი სატრანსპორტო/სამგზავრო ბარათი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 598 16 77 64, 595 70 77 73.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტაზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |