www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტერიტორიის განვითარების წარმომადგენელი
მომწოდებელი: ჯისი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია B2B -ის მიმართულებით შპს "ჯისი", რომელიც ახორციელებს ცნობილი კომპანიების (კიმბერლი კლარკ პროფესიონალი, ეკოლაბი, ვიკანი, იუნილევერ პროფესიონალი, დალმაიერი) პროდუქციის იმპორტს და რეალიზაციას საქართველოში აცხადებს ქ. თბილისში ვაკანსიას ტერიტორიის განვითარების წარმომადგენლის თანამდებობაზე.

"Kimberley Clarck Professional" - ამერიკული მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს პროდუქციას (სისუფთავე სახლს გარეთ), ერთჯერად საწმენდ და ჰიგიენურ საშუალებებს (ორგანიზაციებისთვის, სასტუმროებისთვის, და სამრეწველო ობიექტებისთვის).

"Ecolab" - ამერიკული მწარმოებელი კომპანია. აწარმოებს სადეზინფექციო და სისუფთავის დაცვის საშუალებებს, გამოიყენება სხვადასხვა მრეწველობის დარგებში, როგორიცაა (რესტორნები, წარმოებები, სასტუმროები და სხვადასხვა).

"Unilever Professional" - ბრიტანული მწარმოებელი კომპანია, აწარმოებს თავის მოვლის და დაცვის საშუალებებს. კომპანია წარმოდგენილია საქართველოში ცნობილი ბრენდებით "Dove" და "Lifebuoy", რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მრეწველობის დარგებში, სასტუმროებში, ორგანიზაციებში, რესტორნებში და სხვა).

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

** ფიქსირებულ ხელფასს
** გამომუშავებას პროდუქციის რეალიზაციიდან
** სამოტივაციო ბონუსს

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გამოცდილება B2B ბიზნესში ჩაითვლება როგორც უპირატესობა
** ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** მართვის მოწმობა B კატეგორია
** ავტომობილის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** კომუნიკაბელურობა
** წინააღმდეგობების გადალახვის უნარი
** დარწმუნების უნარი
** მიზანდასახულობა
** ურთიერთობის დამყარების უნარი
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** დოკუმენტებთან მუშაობის უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** ყველა მსხვილი თუ მცირე ბიზნეს ოპერატორებთან მოლაპარაკებების წარმართვა (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სხვადასხვა ორგანიზაციები, ოფისები, საწარმოები და სხვა.)
** კომპანიის მიმდინარე და ახალ პროექტებში ჩართვა, მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი განვითარება
** მოლაპარაკებების შედეგად კლიენტთან შეთანხმების საფუძველზე საწყისი პროექტის მომზადება პროექტის შემდგომი სრულყოფილად დანერგვისთვის.
** პერსონალის სწავლება
** მიმდინარე პროექტების მონიტორინგი და აუდიტი
** ყოველკვირეული/ყოველთვიური შესრულებული სამუშაოების ანალიზი და მისი წარდგენა მთავარ ოფისთან.
** ყოველდღიური დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და უზრუნველყოფა მისი დროულად, ვადებში დაფარვა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.razmadze@gisi.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |