www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოებისა და დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: ართთაიმი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

შპს "ართთაიმი" დაარსდა 1999 წელს, თბილისში. კომპანია ფლობს რვა მაღაზიას, სადაც წარმოდგენილია ისეთი მსოფლიო ბრენდები, როგორებიცაა Tissot, Swatch, Longines, TAG heuer და სხვა. შპს "ართთაიმს" საათებისა და საიუველირო ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციიის უფლება აქვს საქართველოში. კომპანიამ საკუთარი ნიშა სტაბილურად მოიპოვა ბაზარზე. ის საინტერესოა მრავალფეროვანი არჩევანით და აკმაყოფილებს ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
** ობიექტის დაცვა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** კონფლიქტური სიტუაციების და ინციდენტების აღკვეთა.
** საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციაში დადგენილი წესებისა და გაწერილი პროცესების მიხედვით სწრაფი და სწორი რეაგირება
** თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველია დაცვის სფეროში ან ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** თავაზიანობა, ტაქტის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა, პუნქტუალობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე hr@arttime.ge და გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "უსაფრთხოებისა და დაცვის თანამშრომელი".

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ართთაიმმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ართთაიმის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |