www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რჩეული ფილიალის ოპერატორი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 13 დეკემბერი

"კრედო ბანკი" 25 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 80 ფილიალით არის წარმოდგენილი.
#გახდიკრედოელი

თანამდებობა: რჩეული ფილიალის ოპერატორი

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
** კორპორატიულ ღონისძიებებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

** რჩეულ კლიენტებისთვის საბანკო მომსახურების გაწევა;
** ოპერაციებისა და მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება ბანკის მიერ განსაზღვრული პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად;
** რჩეული კლიენტის ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** ნაღდი და უნაღდო ოპერაციებით რჩეული კლიენტების მომსახურება;
** რჩეული კლიენტების გზავნილების მიღება/გაგზავნა;
** რჩეული კლიენტების პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** საკუთარი შესრულებული ოპერაციების სისწორეზე პასუხისმგებლობა;
** საკრედიტო პროდუქტების გაცემა;
** საბანკო სერვისების, მომსახურებების და პროდუქტების შესახებ რჩეული მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და პირველადი კონსულტაციის გაწევა არასაკრედიტო პროდუქტებით სარგებლობასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში რჩეულ ბანკირთან გადამისამართება;
** პოლიტიკებისა და პროცედურების სიღრმისეული ცოდნა;
** პოლიტიკითა და პროცედურით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, რომლებიც, დაევალება რჩეული ბანკირის ან რჩეული ოფიცრის მიერ.
** სხვა პოლიტიკითა და პროცედურით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, რომლებიც, შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
** სასურველია საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Word, Excel);
** გამართული მეტყველების უნარი ქართულ ენაზე;
** სასაუბრო ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე; სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** თვითმოტივირებული, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ სააფლიკაციო ფორმა: https://www.careers-page.com/jsc-credo-bank/job/L74YX69X/apply

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 13 დეკემბერი, 2022 წელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |