www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო გუდაური მარკო პოლო
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

სასტუმრო "მარკო პოლო გუდაური" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი მოვალეობები:

** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** სტუმრისათვის მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა
** მაგიდების გაწყობა და სერვირება;
** მაგიდების ალაგება, მოწესრიგება და სისუფთავის უზრუნველყოფა/კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია რესტორნის მომსახურების სტანდარტების ცოდნა
** ა ლა კარტე მენიუს მომსახურების ცოდნა (სასურველია);

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობა.

ჩვენ გპირდებით:

** შრომის უსაფრთხო და არადისკრიმინაციულ გარემოს;
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** კვებით და საცხოვრებლით უზრუნველყოფას (არაადგილობრივი კანდიდატებისთვის);
** სასტუმრო უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - გუდაური;
** ანაზღაურება - 900 ლარი + გაყიდვებიდან ბონუსი;
** სრული სამუშაო განაკვეთი (ცვლებში მუშაობა).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტაზე: hr@marcopolo.ge და ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |