www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, ქოლცენტრის სამსახურში.

აღნიშნული პოზიცია გულისხმობს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლაში მუშაობას, წინასწარ დადგენილი განრიგის მიხედვით.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 20

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთან სატელეფონო კომუნიკაცია მომსახურების სტანდარტების დაცვით;
** დაზღვეულისგან მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამაში;
** კლიენტებისთვის სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება;
** შემოსული ზარების და პირველადი ინფორმაციის მიღება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ და შეტყობინების პროგრამული ასახვა;
** ნებისმიერ სადაზღვევო პროდუქტზე ინფორმაციის მიწოდება კლიენტისათვის.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე ან კლიენტთა მომსახურების სფეროში;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** სწრაფად აზროვნების უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "ქოლცენტრის ოპერატორი".

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |