www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟიორი ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში
მომწოდებელი: გურამ თავართქილაძის სახ. სასწავლო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

შპს "გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი", რომელიც 2008 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს უმაღლესი განათლების სფეროში, აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში, სტაჟიორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** საგამოცდო პროცესის ტექნიკური უზრუნველყოფა;
** ელექტრონული ბაზების განახლება;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მუდმივი და სტაბილური ხელმისაწვდომობა სტუდენტებისა და პერსონალისათვის;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების რისკების ადეკვატურად და ეფექტურად მართვა;
** პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია კონფიგურაცია.
** ელექტრონული ბაზების მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა (მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვა);
** სამსახურის უფროსის მიმდინარე დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

კვალიფიკაცია:

** ქსელის მართვის და მონიტორინგის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** Windows ოპერაციული სისტემების სრულფასოვანი ცოდნა, მათ შორის Windows Server, Active Directory - DHCP Server)
** FireWall - თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ელექტრონული სწავლების სისტემა: Moodle-თან მუშაობის გამოცდილება;
** "Help Desk" - ის ფუნქციონირების ცოდნა (პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი.) კონფიგურაცია. სარეზერვო ასლების აღება/აღდგენა. ქსელის გაყვანა და ადმინისტრირება).
** სასურველია ინგლისურ ენაზე მეტყველებისა და წერის უნარები (B1);
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (MS Word, MS Excel, MS Power Point, Outlook) სრულფასოვნად ცოდნა.

საჭირო უნარები:

** ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;
** სხვადასხვა IT სერვისებში გარკვევისა და ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;
** დატვირთულ სამუშაო პროცესში სწრაფად რეაგირების უნარი;
** საკვანძო და პრობლემური საკითხების დადგენისა და მათი გადაწყვეტის უნარი.

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს რეზიუმე/CV ელფოსტაზე: hr@gttu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: http://www.gttu.edu.ge

შპს "გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის" გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |