www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვის ინჟინერი
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

სს "ქართული ლუდის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას სერვის ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დანადგარების ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა;
** დანადგარების დოკუმენტაციისა და მომწოდებელი კომპანიების რეკომენდაციების მიხედვით გეგმური მომსახურების გრაფიკების შედგენა ტექნიკური ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების გათვალისწინებით;
** ამ გრაფიკების მომსახურე პერსონალზე გაცნობა და მათი შესრულების მოთხოვნა;
** დანადგარების დაზიანების შემთხვევაში მასზე საჭირო შემკეთებელი პერსონალის მიყვანა;
** ახალი დანადგარების შეძენის დროს მომწოდებელთან იქონიოს კონტაქტი, რათა შემოტანილი დანადგარები აკმაყოფილებდნენ ჩვენს საწარმოო მოთხოვნებს და შეეძლოთ მუშაობა ჩვენს ენერგეტიკულ პირობებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - უმაღლესი (საინჟინრო-ტექნიკური);
** შენობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო მახასიათებლების, საინჟინრო სისტემების დანიშნულებისა და მუშაობის რეჟიმების, მათი ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის წესების ცოდნა;
** საინჟინრო ქსელების - ელექტრომომარაგების, გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის ცოდნა და ექსპლუატაციის გამოცდილება;
** ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების - ტრანსფორმატორების, ГРЩ, ჩილერების, კლიმ-ცენტრალების, ფანკოილების, სპლიტ-კონდიციონერების, საქვაბეების, სამაცივრო აღჭურვილობის, საჰაერო კომპრესორების, წყლის ტუმბოების გამოყენების ცოდნა და ექსპლუატაციის გამოცდილება;
** სახტექზედამხედველობის დაშვებები:
** თბოენერგოდანადგარები და თბოქსელები;
** წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭელი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა აუცილებელია (MS Office), AutoCad პროფესიონალის დონეზე.
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოსთან ადვილად შეგუების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.

სამუშაო პირობები:

** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** FitPass აქტივობა;
** კვება.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2022 წლის 22 დეკემბრამდე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |