www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღმზრდელის პროგრამის პროფესიული განათლების მასწავლებელი
მომწოდებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

შპს "ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია" აცხადებს პროფესიული განათლების მასწავლებლის (პროგრამის განმახორციელებელი) ვაკანსიას აღმზრდელის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

განსახორციელებელი მოდულები:

** ადრეული განათლების კურიკულუმები;
** ადრეული და სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგია;
** ბავშვის განვითარების თავისებურებები;
** დაკვირვება და შეფასება ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში;
** დამოუკიდებლობა და ადაპტური ქცევა ადრეულ და სკოლამდელ ასაკში;
** თანამედროვე გამოწვევები ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში;
** კვლევა და აღმოჩენა ადრეულ და სკოლამდელ ასაკში;
** კომუნიკაცია, ენა, მეტყველება ადრეულ და სკოლამდელ ასაკში;
** კულტურა, ტრადიცია და მოქალაქეობა ადრეულ და სკოლამდელ ასაკში;
** მათემატიკური წარმოდგენების ფორმირება ადრეულ და სკოლამდელ ასაკში;
** მუსიკა და მოძრაობა ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში;
** ოჯახის და თემის ჩართულობა სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში;
** პერფორმანსული ხელოვნება ადრეულ და სკოლამდელ ასაკში;
** პროფესიული ეთიკა სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში;
** საგანმანათლებლო გარემო;
** სახვითი და ვიზუალური ხელოვნება ადრეულ და სკოლამდელ ასაკში;
** ტექნოლოგიების გამოყენება ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში;
** ფიზიკური და სენსორული განვითარების ხელშეწყობა ადრეულ და სკოლამდელ ასაკში;
** შესავალი ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში;
** წიგნიერება ადრეულ და სკოლამდელ ასაკში;
** ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: დარგის შესაბამისი უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება, ან/და დარგში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამ (ებ)ის შემუშავებისა და სრულყოფის პროცესში მონაწილეობა;
** სამართლიანი, გამჭვირვალე და ვალიდური განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების ორგანიზება და ჩატარება;
** სწავლების დასაწყისში პროფესიული სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულის შინაარსის გაცნობა;
** პროფესიული სტუდენტისთვის ხარისხიანი სწავლება და შეფასება, მოდულით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
** შიდა მარეგულირებელი წესების დაცვით შეფასების ინსტრუმენტების მომზადება, კორექტირება, განახლება, ასევე სტუდენტთა შეფასების პროცესის უზრუნველყოფა, შეფასება და შეფასების პროცესში მომზადებული მტკიცებულებების გადაცემა სასწავლო პროცესის სამსახურის თანამშრომლებისათვის;
** დადგენილ ვადებში შეფასების უწყისის წარმოება და გადაცემა სასწავლო პროცესის სამსახურის თანამშრომლებისათვის, პერსონალური მონაცემების დაცვით პროფესიული სტუდენტებისათვის შეფასების შედეგების გაცნობა;
** მონაწილეობა ვალიდაციის ან/და ვერიფიკაციის პროცესში (ინტერესთან კონფლიქტის დაცვით);
** მეცადინეობისთვის აუცილებელი თვალსაჩინო მასალის მომზადება;
** საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულის კალენდარული გეგმის მომზადება/განახლება დაწესებულების მარეგულირებელი წესების დაცვით;
** პროფესიულ სტუდენტთა ინტელექტუალურ სრულყოფასა და განვითარებაზე ზრუნვა, ხელშეწყობა პროფესიული სტუდენტის სოციალიზაციის, სამოქალაქო, პიროვნული კულტურისა და ღირებულებების ჩამოყალიბება, პროფესიული აუცილებელი უნარ-ჩვევების დაუფლებასა და გამომუშავებაზე;

სამუშაოს შესრულების ადგილი: ქ. თბილისი, წერონისის ქ. N208/ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. N28
სამუშაო საათები: შეთანხმებით

კონკურსის ეტაპები:

1) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
2) შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: btaedu5@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |