ხილ-ბოსტნეულისა და პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანია შპს "ნიუ პრო" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შეკვეთების მომზადება წინასწარ გაწერილი რაოდენობების, პოზიციებისა და კომპანიების მიხედვით;
** ზედნადებების მიხედვით შეკვეთების სწორად მითვლა და მანქანის დატვირთვა;
** ობიექტების პროდუქციით მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** შესყიდვების მენეჯერების დახმარება;
** კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომობილის გამართულად მუშაობისა და ჰიგიენის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დისტრიბუტორად მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა -გამოცდილებით.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშობის უნარი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: natiaqeme@gmail.com და "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.