ადამიანური რესურსების მართვის შემსწავლელი აკადემია "Linton Academy" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის/ტრენერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: შეთავსებით
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე
ფუნქცია მოვალეობები:
** საქართველოში და მსოფლიოში არსებული სტანდარტის მიხედვით ტრენინგ მოდულების შექმნა;
** მონაწილეთა სასწავლო მასალით უზრუნველყოფა;
** სწავლების საუკეთესო პრაქტიკების მოძიება და ინოვაციური მეთოდების გამოყენება;
** ტრენინგის შედეგების შეფასების ანალიზი და შესაბამისი ანალიზის მომზადება;
** ჩატარებული ტრენინგების ეფექტიანობის ანალიზის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, სწავლების მეთოდისა და სასწავლო მასალის ცვლილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მასთან დაკავშირებულ დისციპლინებში;
** HR მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ტრენინგის მომზადების და ჩატარების გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** აუდიტორიის მართვის უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/Resume შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: send@jobs.linton.ge ან შეავსეთ აპლიკაცია შემდეგ მისამართზე: https://jobs.linton.ge/careers/job/19
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 5 თებერვალი.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია "Linton Academy"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებულ კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "Linton Academy"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!