www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების და ხარისხის სამსახურის აუდიტორი
მომწოდებელი: ლასარე
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

კომპანია "Lasare", რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების და ხარისხის სამსახურის აუდიტორის პოზიციაზე.

დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს და სხვადასხვა ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევის ჩათვლით 09:30-18:00 სთ მდე
სამუშაო ლოკაცია: ქ თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს სატრანსპორტო მომსახურებით ზემო სამგორის მეტროს ლოკაციიდან)

ფუნქცია მოვალეობები:

** აუდიტის და ინსპექციის პროცესში თანამონაწილეობა;
** უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება;
** არასტანდარტული შემთხვევების გამოკვლევა და სათანადო დოკუმენტაციის წარმოება;
** გამოსასწორებელი და პრევენციული ქმედებების კონტროლი და შესრულების ხარისხის შეფასება;
** უსაფრთხოების და ხარისხის კორპორატიული პოლიტიკის გავრცელება;
** უსაფრთხოების და ხარისხის მონაცემების შეგროვება და სტატისტიკის წარმოება;
** უსაფრთხოების და ხარისხის სამსახურის მენეჯერის მითითებების გათვალისწინება, რაც უშალო კავშირშია სამუშაო პროცესებთან

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები;
** დეტალებზე ორიენტირების უნარები;
** დისციპლინირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი.

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lasare.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "Lasare" -მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@lasare.ge; გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |