მაღაზიათა ქსელი "ჯორჯიტა" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 8 საათი;
დასვენება: კვირაში 1 დღე;
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი.
მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების სამუშაო პროცესის დაგეგმვა და სამუშაოს შესრულების მონიტორინგი;
** პროდუქციის სწორად განლაგება კომპანიაში არსებული და წინასწარ განსაზღვრული მერჩენდაიზინგის ძირითადი პრინციპების შესაბამისად;
** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების სწორად და დროულად განთავსების კონტროლი;
** ახალი პროდუქციის დროული დასაწყობების და მაღაზიაში განლაგების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** პროდუქციის ვარგისიანობის ვადების კონტროლი;
** პროდუქციის რეალიზაციის კონტროლი;
** ნაშთების კონტროლი;
** დისტრიბუტორებთან ურთიერთობა, შეკვეთების მიცემა, მიღებული პროდუქციის ვადების კონტროლი/გადათვლა;
** ინკასაციის ჩატარება;
** მომსახურების სტანდარტების დაცვის კონტროლი.
აუცილებელი მოთხოვნები:
** სავაჭრო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის მინიმალურ დონეზე ცოდნა;
** MS Word/MS Excel - ცოდნა;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@euro-line.ge, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!