www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ვებაპი
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

"ვებაპი" ახალგაზრდა, სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც ქმნის როგორც პროგრამულ უზრუნველყოფებს და ახდენს მათ რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე ქმნის დამკვეთი კომპანიებისთვის ინდივიდუალურ IT პროექტებს. მოუთმენლად ველოდებით გუნდში ახალი წევრების შემოერთებას, ამ ეტაპზე ვაცხადებთ ვაკანსიას, პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის ყველა ეტაპის დაგეგმვა და შესრულების პროგრესის მუდმივი შეფასება;
** პროექტში დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** ჯგუფის წევრებისთვის საქმიანობების განსაზღვრა და დაგეგმვა, ბიზნეს-მომხმარებლებისთვის, ისევე როგორც მომწოდებლებისთვის პასუხისმგებლობის მკაფიოდ გამიჯვნის უზრუნველყოფა;
** პროექტის შესრულების განმავლობაში შემსრულებლისა და ჩართული პირების დავალებების/დედლაინების კონტროლი;
** პროექტის რისკების, რეპორტინგის და პრობლემების აქტიურად მართვა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მენეჯმენტში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Task Management-ის ინსტრუმენტების: Jira, Asana-ს ცოდნა;
** დიზაინ პროცესებთან მუშაობის გამოცდილება;
** დეველოპმენტის გუნდთან მუშაობის გამოცდილება;
** PMP (Project Management Professional) სერტიფიკატი (სასურველია);
** Agile მეთოდოლოგიის ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ამოცანის ანალიზისა და დაგეგმვის, კრიტიკული შეფასების, საკვანძო და პრობლემური საკითხების დადგენისა და მათი გადაწყვეტის უნარი;
** კომუნიკაბელურობა - ორგანიზაციის ყველა დონეზე ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდურობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბოხუას # 4, მიონის ბიზნეს ცენტრი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@webapp.ge, Subject-ში კი მიუთითეთ პროექტების მენეჯერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |