"illy Caffè"-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა.
დღესდღეობით "illy Caffè"-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია, თბილისში კი უკვე 2 ფილიალით არის წარმოდგენილი.
ვაცხადებთ ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
** ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა;
** კაფის სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება;
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში.
მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში (სასურველია);
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა.
ანაზღაურება: საათში 4, 45 ლარი (ხელზე ასაღები), თვეში 800 ლარიდან + tips და არის მაქსიმალურად მორგებული სტუდენტებზე.
ასევე გთავაზობთ სამედიცინო დაზღვევას და კვებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელმისამართზე: hr@illycaffe.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.