დასახელება: ტურიზმის მენეჯერიმომწოდებელი: Georgian Travel Group გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი
ტურისტული სააგენტო "Georgian Travel Group" აცხადებს ვაკანსიას ტურიზმის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ძირითადი ფუნქციები:
** სტუმრების აეროპორტში დახვედრა და სასტუმროში განთავსება;
** ტურების შეთავაზება ჩამოსული სტუმრებისათვის;
** სტუმრების დახმარება და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
უნარები:
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გადმოგზავნეთ ელ. ფოსტაზე: elene@cometogeorgia.net და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.
|