www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატელეფონო ცენტრის ოფიცერი
მომწოდებელი: მისო ევროკრედიტი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

მიკროსაფინანსო კომპანია სს "მისო ევრო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოფიცრის პოზიციაზე.

სს "მისო ევრო კრედიტი" (https://eurocredit.ge) არის ევროპული მოდელის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. "ევროკრედიტი" წარმოდგენილია საქართველოს 6 დიდ ქალაქში 11 ფილიალით და მომხმარებლებს სთავაზობს ავტო სესხებს.

"ევროკრედიტის" გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც საქმის ექსპერტული ცოდნითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. კომპანიაში შექმნილია თავისუფალი გარემო, რაც თანამშრომლების ლოიალობასა და კეთილგანწყობას განაპირობებს.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული ზარების მიღება / იდენტიფიცირება;
** მომხმარებლებთან გამავალი ზარების განხორციელება პროდუქტის შეთავაზების მიზნით;
** კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციის გაწევა;
** საჭიროების შემთხვევაში ზარის გადამისამართება;
** მიღებული ინფორმაციის დაფიქსირება შესაბამის პირებთან;
** მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ საკითხებზე დროული რეაგირება.
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან გამავალი ზარების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

დამატებითი უნარები:

** გამართული მეტყველება და წერითი კომუნიკაცია;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge; გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |