www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომსახურების ოფიცერი
მომწოდებელი: მისო ევროკრედიტი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

სს "მისო ევრო კრედიტი" (http://eurocredit.ge) არის ევროპული მოდელის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. "ევროკრედიტი" წარმოდგენილია საქართველოს 6 დიდ ქალაქში 11 ფილიალით და მომხმარებლებს სთავაზობს ავტო და ბიზნეს სესხებს.

"ევროკრედიტის" გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც საქმის ექსპერტული ცოდნითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. კომპანიაში შექმნილია თავისუფალი გარემო, რაც თანამშრომლების ლოიალობასა და კეთილგანწყობას განაპირობებს.

მიკროსაფინანსო კომპანია სს "მისო ევრო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მომსახურების დეპარტამენტში მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება და პროდუქტის შეთავაზება;
** საკრედიტო განაცხადის მიღება/ანალიზი/დამუშავება;
** სესხის პროგრამული რეგისტრაცია;
** სესხის გაცემისათვის შესაბამისი პროცედურის უზრუნველყოფა;
** პორტფელის მართვა/მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
** საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

უნარები:

** ორგანიზებულობა;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@eurocredit.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შემდეგი ეტაპისთვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |