"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.
"ორეი" აცხადებს ვაკანსიას HORECA გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება.
** მათთვის კომპანიის სერვისის გაცნობა და შეთავაზების გაკეთება.
** ახალი მომხმარებლების მოზიდვა
მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა, აუცილებელია.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@orei.ge და გთხოვთ, ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (HO RE CA გაყიდვების მენეჯერი).